|
2016-04-21 10:41:33, 942 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მაკრის გარეშე რეალიზაციის ბრალდებით მოქალაქე ელგუჯა საბაური დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიების მიერ დადგენილია, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე, შესაბამისი აქციზური მარკის გარეშე განახორციელა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაცია. „კერძოდ, საგამოძიებო სამსახურის მიერ ამოღებულია უაქციზო არაყი „ფინლანდია“, „ბელუგა“ და „ნეფტი“, ასევე კონიაკი „ჰენესი“ და ვისკი „ჯეკ დენიელსი“, რომელთა საერთო ღირებულება აღემატება 10 000 ლარს. საქმეზე მიდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის 3-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე პატიმრობას“,- ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)