2016-04-20 17:02:41, 579 ნახვა
საზოგადოება
ხვალ, საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება
ხვალ, 10:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს რეგიონული განვითარების შესახებ კონფერენცია გაიმართება.
როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ორგანიზატორია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო , გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ხელშეწყობით.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიებას გახსნიან ნოდარ ჯავახიშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან