19:23 - 17 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-20 15:00:31, 1025 ნახვა

რეგიონი
სერვისის გაუმჯობესების მიზნით აჭარაში 125 ადამიანი გადამზადდა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი რეგიონში ტურისტული ობიექტების მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას აგრძელებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტრენინგი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს პიარ კომუნიკაციებში “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი“-ს ხელმძღვანელმა ზვიად ელიზიანმა ჩაუტარა. ის ტურ ოპერატორებს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ძირითადი საკითხების შესახებ ესაუბრა, რაც აუცილებელია ტურ სააგენტოების საქმიანობის ეფექტურობის გაზრდისა და წარმატებისთვის.

რეგიონში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დეპარტამენტის სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრი ერთდღიან ტრენინგებს სასტუმროების, რესტორნებისა და ტურ სააგენტოების მოქმედი თანამშრომლებისთვის ყოველკვირეულად ატარებს. მიმდინარე წელს, სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრში 15 ტრენინგი ჩატარდა, რის შედეგადაც ტურიზმის სექტორში არსებული სტანდარტების შესახებ 125 განთავსების, კვებისა და ტურისტული სააგენტოების მოქმედი თანამშრომელი გადამზადდა. პირველ კვარტალში ტრენინგები ძირითადათ განთავსების ობიექტების ადმინისტრატორებს, რეზერვაციის სამსახურის თანამშრომლებს, კვების ობიექტების მენეჯერებს, მიმტანებსა და ტურ ოპერატორებს ჩაუტარდათ ონლაინ დაჯავშნების, საკვები პროდუქტების ინსპექტირების, სარესტორნო ბიზნესის მართვის, სერვისის ხარისხის გაუმჯობესებისა და პიარ კომუნიკაციების შესახებ.  წლის ბოლომდე კი დეპარტამენტში 55-ზე მეტი ტრენინგია დაგეგმილი, რომლის ფარგლებშიც 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება.

„ჩვენს მიერ დაგეგმილი ტრენინგების შესახებ ინფორმაცია რეგულარულად ნახლდება ვებ გვერდზე “Recommend.ge”. სურვილის შემთხვევაში,  დარგში არსებული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეუძლია მოგვმართოს ინიციატივით კონსულტაციის ან სასურველი ტრენინგის განხორციელების თაობაზე. ჩვენი სატრენინგო ცენტრი დეპარტამენტის ბაზაზე ფუნქციონირებს და ტრენინგებს ძირითადათ მოწვეული ტრენერები ატარებენ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენს მიერ შეთავაზებული ტრენიგები სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი კერძო სექტორის წარმომადგენელთათვის“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის სერვისების განვითარების განყოფილების უფროსმა თამარ კაიკაციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics