|
2016-04-20 12:27:12, 3821 ნახვა
კულტურა
„Check In Georgia“-ს ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთები მსოფლიოს 52 ქვეყნიდან შეისყიდეს
პროექტის „Check In Georgia“ ფარგლებში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთების შეძენისას უცხოეთიდან 1000-ზე მეტი ტრანზაქცია დაფიქსირდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ბილეთების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიოს 52 ქვეყნიდან. (გერმანია, აზერბაიჯანი, ამერიკა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა..). საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წლის აპრილიდან მასშტაბური პროექტი „Check in Georgia” იწყება. პროექტის ფარგლებში პირველი დიდი ღონისძიება 24 აპრილს არის დაგეგმილი; ქართველი მსმენელის წინაშე ეროს რამაზოტი წარდგება. ეროს რამაზოტის კონცერტზე ბილეთების გაყიდვა 7 აპრილიდან დაიწყო. ამ დროისათვის, გაყიდულია 5000-მდე ბილეთი. რაც შეეხება, მეორე მასშტაბურ კონცერტს; მსოფლიო ვარსკვლავის, რობი უილიამსის კონცერტის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილიდან დაიწყო და ამ დროის მონაცემებით უკვე გაყიდულია 31 000-მდე ბილეთი. რობი უილიამსი ქართველი მსმენელის წინაშე 27 მაისს, დინამო არენაზე წარდგება. „Check in Georgia” მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და პროგრამა ყოველწლიურად კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება. პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვა. ამ გზით ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა. შედეგად, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და როგორც თბილისში, ისე რეგიონებში ჩვენი მოსახლეობის შემოსავლების ზრდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)