|
2016-04-19 18:31:34, 1032 ნახვა
სხვადასხვა
მთაწმინდის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, შემოერთებულ ტერიოტიებზე მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სოფელ ტაბახმელაში, გუდელისის ქუჩაზე 2 000 კვ. მეტრზე დაიგება ასფალტის ორი ფენა და მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემა, რომელიც 120 მეტრს მოიცავს. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და თვის ბოლომდე დასრულდება. გამგეობის ბიუჯეტიდან გუდელისის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის 120 000 ლარია გამოყოფილი. ასევე, მიმდინარეობს ტაბახმელასა და წავსკისში სასაფლაომდე მისასვლელი 3 155 კვ. მეტრი გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. აღსანიშნავია რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დრომდე არ არსებობდა საგზაო ინფრასტრუქტურა. 1 500 კვ. მეტრი გზის საფარი მოეწყო შინდისში ნაკაშიძის ქუჩაზე. აღნიშნულ მისამართზე დაიგო ასფალტის ორი ფენა და მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაცია, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 54 000 ლარი დაიხარჯა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)