15:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-18 11:38:13, 718 ნახვა

ეკონომიკა
„ჯი-ემ-პიმ“ წარმოების დანადგარების ყოველწლიური მონიტორინგი წარმატებით გაიარა

ფარმაცევტულმა საწარმო „ჯი-ემ-პიმ“  წარმოების დანადგარების მორიგი ყოველწლიური მონიტორინგი წარმატებით გაიარა. შემოწმება გერმანული „ბოშის“ (BOSCH) კონტრაქტორმაკომპანია „ჰიუტლინმა“(Hüttlin) განახორციელა. მონიტორინგი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა და აპარატურის ყველა დეტალის კონტროლს მოიცავდა.

„ჩვენი კომპანია მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუშაობს. თითქმის ყველა წამყვან ევროპულ საწარმოსთანაც ჩვენ ვახდენთ საწარმო დანადგარების მონიტორინგს - იქნება ეს შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, დანია, შვედეთი თუ სხვა ქვეყნები. „ჯი-ემ-პი“ აპარატურის თანამედროვე უახლესი მოდელებით მუშაობს და შესაბამისად, სტანდარტის ყველა შესაძლო მოთხოვნას აკმაყოფილებს, რაც გარანტირებული ხარისხისათვის უმნიშვნელოვანესია. მისასალმებელია, რომ კავკასიაში ასეთი ხარისხის საწარმო არსებობს“, - განაცხადა დანიელ პრომმაკომპანია „ჰიუტლინის“ წარმომადგენელმა.

ჯი-ემ-პი 100% ქართული ინვესტიციებით დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც დღეისათვის 200-ზე მეტ დასახელების პროდუქტს საქართველოში და ევროკავშირის ტერიტორიაზე აწარმოებს. აქედან 100-ზე მეტ დასახელების მედიკამენტს მსოფლიოს სამ კონტინეტზე 20-მდე ქვეყანაში ყიდის. საქართველოში „ჯი-ემ-პის“  პროდუქტები  პოპულარული მისი ხარისხის და ფასის გამო გახდა და გასულ წელს მხოლოდ საქართველოში 5,5 მილიონი კოლოფი გაიყიდა. „ჯი-ემ-პი“ პრეპარატებს საერთაშორისო GMP სტანდარტით აწარმოებს  და წარმოების სრული ციკლი აქვს. 

 

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics