09:33 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 14:26:33, 723 ნახვა

საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან შესახვედრად თსუ-ში მივიდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსთან მივიდა, თუმცა მან  შესასვლელის ბლოკირების გამო, შენობაში შესვლა ვერ შეძლო. ამწუთებში გიორგი კვირიკაშვილი  სტუდენტებს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის აუდიტორია 115-ში  ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.

აუდიტორია 115-ის წარმომადგენლები  პრემიერთან შეხვედრას რამდენიმე დღე ითხოვდნენ. სტუდენტებს  ე.წ. ოდეერების საკითხის შესწავლა და თვითმმართველობის გაუქმება სურთ.

აუდიტორია 115-ის 50-მა სტუდენტმა მთელი ღამე უნივერსიტეტში გაატარა.

სტუდენტების თქმით, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, დაშლას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, გუშინ სტუდენტებმა მე-6 კორპუსის კარი აჭედეს.  კორპუსი ამ დრომდე ბლოკირებულია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადს არ დააწესებენ
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics