15:19 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 15:25:00, 824 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკმა“ 11,5 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

2016 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, „ვითიბი ბანკმა“ 446 აგრო კრედიტი გასცა, ჯამურმა თანხამ 11,5 მილიონი ლარი შეადგინა.

ბანკის ინფორმაციით, აქედან შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 4,7 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ახალი საწარმოების შექმნას და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებენ. პირველ კვარტალში ვითიბი ბანკის აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა.

შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა. „ვითიბი ბანკი“ პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს. 

დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები, სასაწყობე და სამაცივრე მეურნეობების მოწყობა, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების მოწყობა და ა.შ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის 29-ე თანამედროვე ბიბლიოთეკა სოფელ ჭვანის საჯარო სკოლაში გაიხსნა
მოსკოვის მერის თქმით, რუსეთის დედაქალაქზე დრონებით იერიში მიიტანეს
რუტემ სამხედრო შესყიდვებისთვის ნატოს „ერთიანი ფანჯრის“ შექმნის შესახებ განაცხადა
„ბლუმბერგი“: ევროპა არ ელის, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს ან უკრაინას დახმარებას გაუწევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics