|
2016-04-13 14:52:39, 1037 ნახვა
სხვადასხვა
გიორგი მღებრიშვილმა და ბეტინა კადენბახმა გერმანიაში შს მინისტრის სამუშაო ვიზიტი შეაჯამეს
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში გერმანიის ელჩს - ბეტინა კადენბახს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა გერმანიაში შს მინისტრის პირველი სამუშაო ვიზიტის შედეგები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შსს-ს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილმა და ბეტინა კადენბახმა სამართალდაცვით სფეროში გერმანია-საქართველოს ერთობლივი ნაბიჯები და დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, გერმანელ კოლეგებთან ერთად, კრიმინალის წინააღმდეგ ერთობლივი ღონისძიებები უკვე დაწყებულია, რომლის შედეგებზეც საზოგადოება მალე შეიტყობს. შს მინისტრმა და ელჩმა საპოლიციო თანამშრომლობის გაძლიერებასა და საქართველოს საპოლიციო სისტემაში დანერგილ ინოვაციებზე, მათ შორის, საგამოძიებო პრაქტიკაში დნმ-ს მონაცემთა ბანკის გამოყენებაზეც იმსჯელეს. გერმანიის ელჩის თქმით, საქართველო გერმანიის საიმედო პარტნიორია და საქართველოს დემოკრატიული განვითარება რეგიონში თვალსაჩინოა, რაც მთელს ევროპას დიდ იმედს აძლევს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)