20:53 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 11:20:40, 389 ნახვა

პოლიტიკა
NDI-ის კვლევის თანახმად, დავით უსუფაშვილის საქმიანობას 21% დადებითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 21% დადებითად აფასებს.

კერძოდ, უსუფაშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 2% ძალიან კარგად, 19% - კარგად, 48% - საშუალოდ, 14% - ცუდად, 3%- ძალიან ცუდადად, 14%-მა უსუფაშვილის საქმიანობის შესახებ არ იცის, 1%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.

რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით ბაქრაძის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 34% აფასებს, ზვიად კვაჭანტირაძის საქმიანობას კი, 6%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics