|
2016-04-12 15:20:00, 1301 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში აფეთქებას 2 სამხედრო ემსხვერპლა
თურქეთის ქალაქ ჰანიში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 2 სამხედრო გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული პოლიციის ბაზას დაეჯახა. სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულთა შორის არიან მშვიდობიანი მოქალაქეებიც. აფეთქების შედეგად პოლიციის შენობა და ახლოსმდებარე შენობები დაზიანდა. თავდასხმა ქურთისტანის მუშათა პარტიამ განახორციელა. ქალაქი ჰანი დიარბაკირის პროვინციაში მდებარეობს, რომელიც ძირითადად ქურთებითაა დასახლებული. ცნობისთვის, ბოლო პერიოდის განმავლობაში აქ უკვე რამდენიმე შეტაკება მოხდა. აღსანიშნავია, რომ 1984 წლიდან ქურთისტანის მუშათა პარტიის თავდასხმებს 40 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)