|
2016-04-11 16:57:21, 1291 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა ირანს საზენიტო-სარაკეტო სისტემის პირველი პარტია მიაწოდა
ირანმა რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემა S-300-ის პირველი პარტია მიიღო, - ამის შესახებ BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. ცნობისთვის, S-300-ი საზენიტო სარაკეტო სისტემაა, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია რამდენიმე სამიზნის განადგურება, ასევე რაკეტების ჩამოგდება. „ჩვენ ამ დრომდე განვაცხადეთ, რომ მიუხედავად მოწოდების დროის შეცვლისა, სისტემების ჩამოტანის პროცესი გრძელდება და დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ აღჭურვილობის პირველი პარტია ირანში ჩამოვიდა, მორიგი პარტიის მოწოდება გაგრძელდება“, - განაცხადეს ირანის საგრეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აპრილში, რუსეთის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქცია მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს უფლება თეირანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიაწოდოს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)