19:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-11 12:14:43, 364 ნახვა

პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 72%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლა მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი  კვლევის თანახმად, გამოკითხულთა  72% ეთანხმება მოსაზრებას, რომ  უვიზო მიმოსვლა  მათნაირ ხალხს სარგებელს მოუტანს.

კითხვაზე- ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რომ უვიზო მიმოსვლა  სარგებელს მოუტანს თქვენნაირ ხალხს, გამოკითხულთა 72%-მა განაცხადა, რომ  ეთანხმება, 18% არ ეთანხმება, 10% კი ამბობს, რომ არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მასშტაბით, პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 3,900 პირი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics