|
2016-04-08 17:59:04, 963 ნახვა
სამხედრო
შსს-ს თანამშრომლებს საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსი ჩაუტარდათ
დაბა გუდაურში, საბაზისო სამთო მომზადების ზამთრის კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 30 მოსამსახურე მოამზადეს. სწავლების დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართელოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ვიცე-პოლკოვნიკი მინდია ლორთქიფანიძე დაესწრნენ. კურსდამთავრებულებს სამკერდე ნიშნები და საბაზისო სამთო მომზადების კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცათ. მსმენელები სამი კვირის განმავლობაში ზამთრის პირობებში სამთო საბაზისო უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. შეისწავლეს სათხილამურო ტრასაზე თხილამურით სრიალი, მარშგადაადგილება, თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა და მთიან რელიეფზე თავშესაფრის მოწყობა. კრიტიკულ სიტუაციაში ჯგუფის მართვის უნარ-ჩვევების შესასწავლად, კურსის მონაწილეებისთვის განხორციელდა ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-აღმოჩენისა და საკაცის გამოყენებით მისი ევაკუაციის განხორციელების ამოცანები.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)