|
2016-04-07 16:41:13, 1143 ნახვა
მსოფლიო
ალიევი: ცეცხლის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა რეგიონში ესკალაცია არ დავუშვათ
ოფიციალური ბაქო მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. "ჩვენ გვაქვს შეთავაზება, რომლის განხორციელებასაც მინსკის თანათავმჯდომარეებთან ერთად ვცდილობთ. იმ მიზნით, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. რუსეთის ფედერაცია ბოლომდე მხარს უჭერს იმ ინიციატივებს, რომლებზეც ამჟამად თანათავმჯდომარეები მუშაობენ. ეუთოსა და წითელი ჯვრის კომიტეტის დახმარებით, უნდა მოხდეს ნდობის გამყარება", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ელმარ მამედიაროვის თქმით, სამხედროები უმოკლეს ვადაში უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გაჭიანურება ყოველდღიურად ახალ მსხვერპლს იწვევს. აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე ადანაშაულებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გააკეთა. "მივიჩნევთ, რომ ცეცხლის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა იმისთვის, რათა რეგიონში ესკალაცია არ დავუშვათ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გრძელდება, თუმცა სამწუხაროდ დრეს საღამოს ის სომხურმა მხარემ დაარღვია. ჩვენ გვინდა მოლაპარაკებების, პროცესის გაგრძელება", - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრემიერი დიმიტრი მედვედევი დღეს და ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)