08:01 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-12 21:41:52, 894 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანსა და ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

როგორც სომხეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, უკრაინის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.

მხარეებმა სომხეთ-უკრაინის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

ლიდერებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა სტაბილური და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობის მნიშვნელობას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სომხეთ-უკრაინას შორის ურთიერთობები სულ უფრო კონსტრუქციული ხდება.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics