|
2026-08-12 13:09:20, 529 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში გაკეთებული გაფრთხილება ახლა პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს“, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს მიერ საქართველოში 12 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში - ლეხ კაჩინსკის საქართველოში სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად სოლიდარობისა და რუსეთის საქართველოში შეტევის შესაჩერებლად ჩამოსვლიდან 18 წლისთავზე. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ხალხს პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა: „ჩვენ კარგად ვიცით: დღეს საქართველოა, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები და შემდეგ შეიძლება ჩვენი ქვეყნის, პოლონეთის ჯერი დადგეს“. პოლონეთის საელჩოს ცნობით, კაჩინსკიმ შეკრებილებს დაარწმუნა, რომ საქართველოს შეეძლო მეგობრების დახმარების იმედი ჰქონოდა და რომ საერთაშორისო საზოგადოების მოვალეობა იყო წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის იმპერიული ამბიციებისთვის. „მის მიერ მაშინ ნახსენები გამბედაობა და სოლიდარობა ჩვენთვის დღევანდელი და მომავლის გაკვეთილია“, - ნათქვამია დიპლომატიური მისიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს, პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად, თბილისს ლიეტუვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები, ასევე ლატვიის პრემიერ-მინისტრი ჩამოვიდნენ. ლეხ კაჩინსკი 2010 წლის 10 აპრილს, რუსეთში, სმოლენსკთან ახლოს, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)