08:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-11 11:38:36, 323 ნახვა

პოლიტიკა
გალუზინი: მოსკოვი თბილისთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის

რუსეთი საქართველოსთან პრაგმატული კავშირების გაფართოებისთვის მზად არის - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა, TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების განვითარების მიმართულებით თანამშრომლობისთვის ღიაა.

„ჩვენ ღია ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. ცხადია, საქართველოს წარმატებული განვითარების გარანტია არა კონფრონტაციაში, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაშია“, - განაცხადა გალუზინმა.

რუსი დიპლომატის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყნებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონტაქტები არ არსებობს.

„რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ კონტაქტებს, ისინი დღეისთვის არ არსებობს. მიზეზი ქართული მხარის მსგავსი დიალოგისთვის მოუმზადებლობაში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, მიჭირს ვიმსჯელო, როგორ ეხმარება ეს საქართველოს ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაში, თუმცა ეს მისი ხელისუფლების გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა გალუზინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics