16:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-06 16:20:11, 402 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ვცდილობთ, პიარი თუ არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ პიართან

“ბევრი ფული დაიხარჯა არაფერში და  შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს ვდგავართ საჯარო რეესტრში და წინა ხელისუფლების დროს სწრაფად და ღობიდან გადახედვით დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციებს ვაუქმებთ“,-ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუიკიანმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიწის რეგისტრაციის რეფორმას წარადგენს.

მინისტრის თქმით, მიწის რეგისტრაციის შესახებ კანონ პროექტი  მესაკუთრის უფლებების დაცვას ემსახურება.

ამასთან, თეა წულუკიანის განმარტებით, მიწის რეგისტრაციის რეფორმის შესახებ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დიდ ქალაქებში, გამგებლების  მონაწილეობით, შეხვედრებს გამართავს:

“ბევრი ფული დაიხარჯა არაფერში და რეალურად შედეგი ვერ მივიღეთ. დღეს ვდგავართ საჯარო რეესტრში და წინა ხელისუფლების დროს სწრაფად და ღობიდან გადახედვით დარეგისტრირებული მიწების რეგისტრაციებს ვაუქმებთ მესაკუთრის უფლებების დასაცავად. ჩვენ ეს არ გვინდა. ამიტომაც ვიფიქრეთ  ამდენი და მოვიტანეთ ის, რაც ვიცით, რომ პრაქტიკაში გაამართლებს. პიარს რაც შეეხება, მე მაქვს ასეთი გეგმა, რომ ორად დავყოთ მუნიციპალიტეტები და პირობითად აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველო და აღმოსავლეთ საქართველოში 2-3 დიდ ქალაქში მოვაწყოთ შეხვედრა გამგებლების მონაწილეობით და ასევე დასავლეთ საქართველოში 2-3 დიდ ქალაქში ჩემი შეხვედრები მოხდეს გამგებლების,  დაინტერესებული მოქალაქეების მონაწილეობით აპრილი- მაისის თვეებში, რომ გამგებლებს ჰქონდეთ კითხვებზე პასუხები, თუ რას მოიტანს ეს რეფორმა. ამიტომ ვცდილობთ, ასე ვთქვათ, პიარი თუ არ მოდის ჩვენთან, ჩვენ მივიდეთ პიართან“,-განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics