22:02 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-01 11:26:47, 318 ნახვა

მსოფლიო
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში

ირანის უსაფრთხოების მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ამერიკული მედიის ცნობები ირანის ინფრასტრუქტურაზე აშშ-ისა და ისრაელის შესაძლო ახალი თავდასხმების შესახებ "სიგიჟეა", წერს Tasnim.

მისი თქმით, თეირანმა უკვე მოამზადა მასშტაბური რეაგირების გეგმა.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამერიკული მედიის განცხადებები შეერთებული შტატების და სიონისტური რეჟიმის შესაძლო თავდასხმების შესახებ ირანის ინფრასტრუქტურაზე სიგიჟის გამოვლინებადაა. ჩვენ მოვამზადეთ ამბიციური საპასუხო გეგმა, რომელიც მოიცავს თავდასხმებს რეგიონში სიონისტური რეჟიმის სასიცოცხლო ინფრასტრუქტურაზე და აშშ-ის ენერგეტიკულ ობიექტებზე.

მან დასძინა, რომ ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე აჩვენეს თავიანთი შესაძლებლობები და მზადყოფნა მსგავსი ქმედებებისთვის.

„ირანის შეიარაღებულმა ძალებმა - როგორც 40-დღიანი ომის დროს, ასევე ბოლო კვირების განმავლობაში - აჩვენეს, რომ მათ აქვთ შესაძლებლობები და მტკიცე გადაწყვეტილება ასეთი ქმედებების განსახორციელებლად“, - ხაზგასმით აღნიშნა ირანის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელმა.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში, 22 ივლისს მომხდარ დაჭრის საქმეზე პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics