17:47 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-31 16:37:54, 229 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, იქომერს ასოციაციისა და სვისკონტაქტის ორგანიზებით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელექტრონული კომერციის ორდღიანი პრაქტიკული ვორკშოპი გაიმართა. ღონისძიების მიზანი მონაწილეებისთვის ონლაინ გაყიდვების მიმართულებით პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მათი ბიზნესების ციფრული შესაძლებლობების გაძლიერება იყო.

ვორკშოპში სხვადასხვა გამოცდილების მქონე მეწარმე ქალებმა მიიღეს მონაწილეობა და ორი დღის განმავლობაში ელექტრონული კომერციის ძირითად პრინციპებს, ონლაინ გაყიდვების მოდელებსა და მომხმარებელთან ციფრული კომუნიკაციის ეფექტიან გზებს გაეცნენ. მონაწილეებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკულ დავალებებში გამოიყენეს და საკუთარ ბიზნესებზე მუშაობის პროცესში ონლაინ გაყიდვების განვითარებისთვის საჭირო ინსტრუმენტები გამოცადეს.

ვორკშოპის ფარგლებში განხილული იყო ელექტრონული კომერციის სხვადასხვა მოდელი, მათ შორის Marketplace-ები, სოციალური კომერცია და საკუთარი ვებგვერდის გამოყენება. მონაწილეებმა ასევე იმუშავეს სამიზნე მომხმარებლის განსაზღვრაზე, პროდუქტის ონლაინ წარდგენასა და პოზიციონირებაზე, პროდუქტის ფოტოგრაფიაზე, აღწერის მომზადებასა და ფასის ფორმირებაზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მომხმარებელთან კომუნიკაციასა და სოციალური მედიის გამოყენებას გაყიდვების წასახალისებლად.

ვორკშოპის ერთ-ერთი პრაქტიკული მიმართულება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის გაცნობას დაეთმო. მონაწილეებმა პლატფორმის ძირითადი ფუნქციები შეისწავლეს და საკუთარი ბიზნესებისთვის შეთავაზებების შექმნაზე იმუშავეს.

ორდღიანი პროგრამა ასევე მოიცავდა საგადასახადო და საბუღალტრო საკითხებს. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მცირე მეწარმის სტატუსის, შემოსავლის დეკლარირების, ელექტრონული ინვოისისა და დღგ-ის შესახებ.

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების გაძლიერებას სხვადასხვა საგანმანათლებლო და ბიზნეს ინიციატივის მხარდაჭერით აქტიურად აგრძელებს. მათ შორის ავითარებს პლატფორმას ბიზნეს 360°, რომელიც აერთიანებს ინფორმაციას, შეხვედრებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა დაფინანსდება, III სემესტრიდან გრანტის 1/2-ია გარანტირებული
Euronews: ფიფას პრეზიდენტი ევროპარლამენტში დაიბარეს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე იგნაციო კასისი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა
სალომე ზურაბიშვილი: მადლობა მათ, ვინც ციხეში ყოფნისას მაგალითი გვაძლევს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics