|
2026-07-31 11:18:26, 851 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურა ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალ ბრალდებას ამზადებს
კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს, ახალი ბრალდება წაუყენებენ, იუწყებიან მისი ადვოკატები. დაცვის მხარის თქმით, პროკურატურა პოლიტიკოსს სასამართლოს უპატივცემულობაში ბრალდებას წაუყენებს. ბრალდების მოსმენა 31 ივლისს, 13:00 საათზეა ჩანიშნული. ადვოკატთა განცხადებით, საქმე სასამართლო პროცესზე დაკითხული მოწმის მიმართ სავარაუდო უპატივცემულობას უკავშირდება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დაცვის მხარე აცხადებს, რომ სასამართლო პროცესის დროს ელისაშვილმა არაერთხელ მიუთითა იმაზე, რასაც ბრალდების მხარის მოწმე პოლიციელების ცრუ ჩვენებად მიიჩნევდა. გარდა ამისა, ადვოკატები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსს ასევე ბრალი ედება პოლიციელის შეურაცხყოფაში, რომელსაც ის სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დაცვის მხარის თქმით, პროკურატურა მოწმის ჩვენების კრიტიკას სასამართლოს უპატივცემულობად განმარტავს და ახალი ბრალდება ელისაშვილის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნაწილია.
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)