21:43 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-03 20:24:07, 230 ნახვა

საზოგადოება
პოლიცია მატარებლებშიც იქნება

„საქართველოს რკინიგზამ“ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისიდან დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები უზრუნველყოფენ მგზავრების უსაფრთხოებას „საქართველოს რკინიგზაზე“ მოძრავ მატარებლებში.

კომპანიამ აღნიშნა, რომ დეპარტამენტის თანამშრომლები ასევე უზრუნველყოფენ „საქართველოს რკინიგზის“ ობიექტების უსაფრთხოებას.

ეს საშუალებას მისცემს უფრო სწრაფად რეაგირებდეს ნებისმიერ ინციდენტზე - რკინიგზის სადგურებსა და პიკის საათებში, როდესაც მგზავრები ყველაზე დატვირთულები არიან.

საქართველოს მასშტაბით 76 ობიექტზე 24-საათიან დაცვას სულ 818 პოლიციელი უზრუნველყოფს.

ისინი დაიცავენ სტრატეგიულ რკინიგზის ხიდებსა და გვირაბებს, დეპოებს, რკინიგზის სადგურებს და სხვა ინფრასტრუქტურას.

ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics