12:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-07-02 13:38:48, 1611 ნახვა

საზოგადოება
ბაზისბანკის მხარდაჭერით საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს საბანკო ასოციაციის თანაორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკის ასოციაციის II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენცია მნიშვნელოვან საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას წარმოადგენს, ღონისძიებაში ადგილობრივი და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსიტიტუტების 50-ზე მეტმა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის ღონისძიებები განსაკუთრებულ როლს ასრულებს აკადემიურ წრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში, თანამედროვე ეკონომიკური გამოწვევების განხილვასა და იმ ცოდნის გაზიარებაში, რომელიც ეკონომიკური განვითარების, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადი ზრდის ხელშეწყობას ემსახურება.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „ფინანსური განვითარება და ეკონომიკური ზრდა“. დისკუსია დაეთმო ფინანსური სექტორის და ეკონომიკური განვითარების ურთიერთკავშირს, ფინანსური სისტემების გავლენას ინვესტიციებსა და მდგრად განვითარებაზე. ასევე, იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკურ გარემოში ფინანსური სექტორის წინაშე დგას.

დისკუსიის მონაწილეები ეკონომიკური სისტემის სხვადასხვა სეგმენტს წარმოადგენდნენ და საკითხი სხვადასხვა კუთხით განიხილეს, რომელშიც კომერციული ბანკების, საქართველოს ეროვნული ბანკის, სახელმწიფო კორპორაციის და აკადემიური წრის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პანელს საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე გაუძღვა, ხოლო მომხსენებლები იყვნენ ვატო ბაბუნაშვილი (ლიბერთი, ბაზისბანკის ჰოლდინგი), გიორგი ბაქრაძე (პროკრედიტ ბანკი), დავით უტიაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკი), ირაკლი გაბრიაძე (საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია) და ჯოზეფ კაბოსკი (ნოტრდამის უნივერსიტეტი).





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო?
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა
კობახიძემ საგანგებო ბრიფინგი ერეკლე მეორეზე სალაპარაკოდ გამართა
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics