16:30 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-23 14:54:28, 248 ნახვა

კომენტარი
ტატა ხვედელიანი ოცნებას: თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით

თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით, რომელმაც დაუშვა შვილების უდედოდ გაზრდა, სტუდენტების ლექციებზე დევნა და დაკავებულების წამება - ამ სიტყვებით მიმართაპარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა "ოცნებას" პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სამწუხაროდ, ფაქტია ისევე, როგორც 2012 წლამდე, დღესაც გვიწევს საუბარი სახელმწიფო უწყებებზე, რომლებიც არ ემსახურება ხალხს; უწყებებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის ნაცვლად არღვევს მათ. მმართველობის მეთოთხმეტე წელს „ოცნებამ“, რომელიც თავად არის ქვეყანაში სიძულვილის ენის დამნერგავი, შექმნა ცენზურის სამმართველო, რომლის მთავარი ფუნქციაა ხელისუფლებისადმი კრიტიკული აზრის მართვა და ჩახშობა. თქვენმა ხელისუფლებამ ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად გააღატაკა ქართველი ხალხი თავისი არაკომპეტენტურობით, კორუმპირებულობითა და უუნარობით. ახლა კი ღატაკი ხალხის წინააღმდეგ იყენებთ არაპროპორციულ ჯარიმებს, რომელთა გადახდა ფიზიკურად შეუძლებელია არსებულ რეალობაში. ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დღეს იღებს ისეთ კანონებს, რომლებიც მიმართულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ, განსხვავებული აზრის დევნისკენ, პარტიული ვერტიკალის გაძლიერებისკენ, „ოცნების“ წევრების დისკომფორტის აღმოფხვრისა და ძალაუფლების შენარჩუნებისკენ. აქ, ამ კედლებში, „ოცნებამ“ მიიღო ისეთი კანონები, რომლებითაც პირდაპირ ზღუდავს ქვეყანაში განსხვავებული აზრის, მშვიდობიანი პროტესტისა და თავისუფალი აზრის გამოხატვის შესაძლებლობას. სწორედ ამ კანონებით გამართლება უპოვეთ თქვენს ძალადობას მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტების, ქალებისა და ბავშვების მიმართ. ადამიანები, რომლებიც ქვეყანაში უსამართლობას, ეკონომიკურ მდგომარეობასა და ამ ქვეყნის გაურკვეველ მომავალს აპროტესტებენ, იჭერთ და „ნაცების“ შექმნილი სასამართლოთი ასამართლებთ. ასამართლებთ გირგვლიანის მოსამართლის, მურუსიძის ხელით, რომელიც 2012 წლამდეც უსამართლობისა და ძალადობის სიმბოლო იყო.

ამავე უსამართლობის ერთ-ერთი მაგალითია ზვიად ცეცხლაძის საქმე. ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს ამოწურული სამართლებრივი დავის ყველა ეტაპი, საჯაროდ ტერორისტს უწოდებთ და არღვევთ უდანაშაულობის პრეზუმფციას. საზოგადოებას არ ეძლევა შესაძლებლობა მოისმინოს საქმის მეორე მხარე, მაშინ როდესაც თავად ოჯახი დიდი ხანია ცდილობს საკუთარი პოზიციის გაჟღერებას. თქვენ 72 წლის პედიატრი 5 წლით ციხეში გამოკეტეთ თქვენივე დაგეგმილ 4 ოქტომბრის პროვოკაციაში მონაწილეობის მიღებისთვის. 4 შვილის დედა დაამწყვდიეთ საპატიმროში ყველაზე კორუმპირებული მერის, კალაძის ბანერის ფლომასტერით გაფერადების გამო. ჟურნალისტი ქალი დაატუსაღეთ მოძალადე პოლიციელის სილის გაწვნისთვის, მაშინ როდესაც უამრავი მოძალადეა დღეს დაუსჯელი. თქვენ დღეს ქალების მომჩივანი, კორუმპირებული, მოძალადე კაცების პარტია გახდით, რომელმაც დაუშვა შვილების უდედოდ გაზრდა, სტუდენტების ლექციებზე დევნა და დაჭერა, განსხვავებული აზრისთვის ბორკილდადებული დაკავებულების წამება, ცემა და არაადამიანური მოპყრობა.

„ოცნებამ“ ძალაუფლების დაკარგვის შიშით ქვეყანაში გააუქმა დემოკრატია და გააუფასურა მისი ყველა ინსტრუმენტი ხალხის ხელში. თქვენი მმართველობის პირობებში, სახელმწიფო გაუტოლეთ ბიძინა ივანიშვილს, მისი ბრძანების შეუსრულებლობა კი ქვეყნის ღალატს. მმართველობის მეთოთხმეტე წელს ნებისმიერი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს „ნაციონალს“ ან „აგენტს“ ეძახით, მაშინ როდესაც თქვენი პარტიის რიგებში 90% წინა რეჟიმის მადიდებელი და შემქმნელია დაწინაურებული“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ZEG Storytelling Festival
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics