|
2026-06-13 13:45:04, 5057 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
„კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მედიას განუცხადა. მისი თქმით, ეს მიდგომა აიხსნება იმით, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. „კატეგორიულად მიუღებელია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ვიზალიბერალიზაციით და უვიზო მიმოსვლის საკითხით მუდმივად აშანტაჟოს საქართველოს მოსახლეობა. მსოფლიოში ბევრი ერი და ქვეყანაა, ჩვენზე უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო დიდი ეკონომიკით. საქართველო, სადაც დაახლოებით 4 მილიონი მოსახლეობაა, ნამდვილად გამორჩეულია და განსაკუთრებულია თავისი ხასიათით, რაც ვერც ერთმა ევროპელმა, სამწუხაროდ, ვერ გაიაზრა. ამის ახსნა ის არის, რომ ქართველ ხალხს ვერ პატიობენ იმას, რომ ჩვენ თავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ვაკეთებთ იმას, რაც ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია და არავის ვაძლევთ იმის შესაძლებლობას, რომ საქართველო გამოიყენონ თავიანთი ინტერესების გასატარებლად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)