|
2026-06-13 13:42:20, 3222 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული იმ კადრების შეფასებისას განაცხადა, რომელიც პოლიციელების მხრიდან ძალადობას ასახავს. “რა ფაქტიც ვნახეთ, ძალიან ცუდია, ვერ უძლებს კრიტიკას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მაშინვე მოჰყვა რეაგირება. სამივე ადამიანი, როგორც შსს-ს განცხადებაში ვნახეთ, პასუხისგებაშია მიცემული. პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა, მოყვება შესაბამისი რეაგირება. როგორც კი გამოვლინდა ფაქტი, გენერალურმა ინსპექციამ შესაბამისი მტკიცებულებები მოიპოვა, მაშინვე მოხდა მყისიერი რეაგირება”, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე შეფასებით, კონკრეტული ტელევიზიის ქმედება საკითხის მანიპულირებით და საზოგადოებაში ვნებათაღელვის გამოწვევით აიხსნება. “მეორე სამწუხარო ფაქტია, რომ კონკრეტულმა ტელევიზიამ ეს იცოდა, შესაბმის უწყებას მიწოდებული ჰქონდა ინფორმაცია და მიზანმიმართულად არ გაავრცელეს. მიზეზი მარტივი ასახსნელია - უნდოდათ, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოეწვიათ. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რიგი ტელევიზიები გარკვეული საკითხით მანიპულირებენ. ამ ტელებიზიებს მორალი არ მოეთხოვებათ. ვიცით მათი დღის წესრიგი - ყოველდღიური ტყუილი, ცილისწამება”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)