22:27 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-12 12:22:35, 2697 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორშვილი სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართული პირველი შეხვედრის შემდეგ კომენტარს აკეთებს.

"

ქართულმა მხარემ პოზიციები წარადგინა. რაც შეეხება იმ წუხილებსა და რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირდა - ეს სამუშაო დონეზე პირველი შეხვედრა იყო, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გავცვალეთ. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ამ დონეზე, ევროპულ მხარეს მიეწოდებოდა ინფორმაცია, ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა არ არის და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებობს და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც ქართულ მხარეს აქვს", - თქვა ბოჭორიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics