|
2026-06-02 16:15:37, 4381 ნახვა
საზოგადოება
ერთად ვუგულშემატკივროთ გურამ კაშიას ბოლო სანაკრებო თამაშზე - საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება. დღევანდელი მატჩი ქართველი ქომაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების მაისურით ბოლო შეხვედრას გამართავს. გურამ კაშია ეროვნული გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩატარების რეკორდსმენია. რუმინეთთან შეხვედრა მისთვის 129-ე მატჩი იქნება ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. კაშია წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მთავარი ლიდერი და სიმბოლო იყო, ხოლო მისი კაპიტნობით ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ეროვნულ ნაკრებში კაშიას დებიუტი 2009 წელს შედგა. მას შემდეგ მან არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და საკუთარი პროფესიონალიზმით, შრომისმოყვარეობითა და თავდადებით ქართველი გულშემატკივრების განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა. დღევანდელი შეხვედრა არა მხოლოდ საერთაშორისო ამხანაგური მატჩია, არამედ შესაძლებლობაა, ფეხბურთის გულშემატკივრებმა მადლობა გადაუხადონ კაპიტანს იმ წლებისთვის, რომლებმაც ქართული ფეხბურთის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეპოქა შექმნა. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და ერთად გავაცილოთ გუნდის კაპიტანი. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)