|
2026-06-02 10:47:25, 1550 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიას სურს მოეწყოს მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელი დიდი დიღმის მიმართულებით
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართული დებატების დროს, ახალ საგზაო პროექტებსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, მცხეთიდან დიდ დიღომში ალტერნატიული შემოსასვლელის მოწყობაზე. „ჯერ არ გამიჟღერებია და პირველად თქვენი ეთერით ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან გვქონდა არაერთი შეხვედრა და მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები ახალ საგზაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მცხეთიდან ალტერნატიული შემოსასვლელის გაკეთება დიდი დიღმის მიმართულებით, უახლოეს მომავალში გვექნება კვლევის შედეგები, თუ რა პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი. ასევე, ავჭალა-ზაჰესის გავლით ლილოს მიმართულებით ქალაქში შემოსვლის გარეშე რომ გაკეთდეს ჩქაროსნული მაგისტრალი, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია“, - აღნიშნა თბილისის მერმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ თბილისის მერმა და ვიცე-მერმა გიორგი ტყემალაძემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ოპონენტების კითხვებსაც უპასუხეს. „ზოგადად, ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამიტომ შევისყიდეთ 18-მეტრიანი ავტობუსები, დამატებით 200 ერთეულ ავტობუსს ვყიდულობთ იმისათვის, რომ არ დაგვრჩეს ქალაქში უბანი, ქუჩა, სადაც ტრანსპორტი არ გადაადგილდება; რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა, ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ქალაქში გადაადგილება, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და საავტობუსო ზოლებით იყოს კომფორტული. ასევე, ახსენეთ ტრამვაი - პროექტის სატენდერო პროცედურების პირველი ეტაპი დამთავრებულია. მინდინარეობს საკმაოდ მოცულობითი სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლა, კონკრეტული საკითხების დაზუსტება და ივნისის ბოლოსთვის უკვე შევძლებთ გავაფორმოთ ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან. 36 თვეა სამუშაოების წარმოების ვადა და თბილისს ექნება ტრამვაის სახით პირველი პროექტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება პირველი და ბოლო, ჩვენს ქალაქს ძალიან სჭირდება ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის ტრამვაი“ - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის ვიცე-მერის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ახალი ავტობაზის მშენებლობა ივნისის ბოლოსთვის დასრულდება და აბსოლუტურად ყველა 18-მეტრიანი ავტობუსი სხვადასხვა მარშრუტზე იქნება გაშვებული.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)