07:15 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-01 10:41:08, 5563 ნახვა

კულტურა
„არის ერთი ნიუანსი“ - თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

„მთავარია გჯეროდეს“ - გჯეროდეს, რომ ცოდნის ძიება არასდროს მთავრდება, გჯეროდეს, რომ კითხვების დასმა და ნიუანსებზე დაკვირვება უკეთეს პასუხებამდე მიგიყვანს. სწორედ ამიტომ თიბისიმ, განათლების პროგრამის ფარგლებში, ნიკო ნერგაძესთან ერთად YouTube პოდკასტების სერია „არის ერთი ნიუანსის“  ახალი სეზონი დაიწყო.

ვიდეო პოდკასტის კონცეფცია ავტორის პირადი ცნობისმოყვარეობიდან იღებს სათავეს, სწრაფი პასუხების მიღმა არსებული კითხვებისა და კონტექსტის კვლევიდან. პროექტი ეხება თემებს, რომლებიც საჯარო დისკუსიებში ხშირად ზედმეტად მარტივდება, მაშინ როცა რეალურად სიღრმისეულ ანალიზსა და ნიუანსურ მიდგომას მოითხოვს. მისი მთავარი მიზანია აჩვენოს, რას ამბობს თანამედროვე მეცნიერება, როგორ ყალიბდება დასკვნები და რატომ არის ჭეშმარიტება იშვიათად შავ-თეთრი.

„არის ერთი ნიუანსის“  YouTube პოდკასტის ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში განვიხილავთ რა გავლენა აქვს სოციალური ქსელების ხშირ მოხმარებას მოზარდებზე და ბავშვებზე. ნიკო ნერგაძე საუბრობს ყველა მშობლისთვის მნიშვნელოვან საკითხზე - უნდა შევუზღუდოთ თუ არა პატარა თაობას სოც. მედიაზე წვდომა. ამ და დღეისთვის სხვა აქტუალურ თემების განხილვას უყურეთ თიბისის Youtube-ზე, ასვე მოუსმინეთ Spotify-ზე და SoundCloud-ზე.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმების მხარდაჭერა, რომლებიც საზოგადოების ინტერესს, კრიტიკულ აზროვნებასა და კვლევით კულტურას აძლიერებს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics