|
2026-05-30 13:19:38, 3302 ნახვა
პოლიტიკა
წითლიძე - ერთი რამ მაინტერესებს, იზიარებს თუ არა გვარამია მელიას მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით
გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც წითლიძე მელიასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რთულია, ადამიანის ასეთი დაცემის ყურება. მელიასთან დაკავშირებით ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გასაგები. რთულია უყურო ადამიანის ასეთ დაცემას, მაგრამ ეს დღევანდელი რეალობაა. გილაური გაქრა და ახლა დაფინანსების ახალი წყაროს მოძიებაა საჭირო. ამ პირობებში კი კონკურენცია, როგორც ჩანს, იმაზე გადავა, ვინ უფრო მეტს და უფრო ხმამაღლა აგინებს მიშას. მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: იზიარებს თუ არა გვარამია მელიას ამ პოსტის შინაარსს და მის მორიგ მუცლითმეზღაპრეობას მიშასთან დაკავშირებით? მიშა კარგი იყო მაშინ, როდესაც მისი რესურსებისა და პოლიტიკური კაპიტალის გამოყენება შეიძლებოდა, მაგრამ როდესაც მას ყველაზე მეტად დასჭირდა მხარდაჭერა, მოულოდნელად მიუღებელი აღმოჩნდა. ესეც საკმაოდ ნაცნობი ხელწერაა და ამასაც თავისი სახელი ჰქვია“, – წერს წითლიძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)