11:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-29 11:47:29, 3866 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში ეკონომიკა - 6.2%-ით, 4 თვეში 8.3%-ით გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აპრილში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 6.2% შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.3%-ით განისაზღვრა.

საქსტატის თანახმად, აპრილში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 10.3%-ით არის გაზრდილი. სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტად გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობა, ხოლო კლება სამთო მოპოვების და მშენებლობის სექტორებში დაფიქსირდა.

"2026 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამმუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics