12:09 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 11:22:17, 435 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: ქართული მხარე ვითარების დეესკალაციისთვის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს

ვიცე-პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მთიან ყარაბაღში არსებული დაძაბული ვითარების დეესკალაცია მოხდეს.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს.

„ძალიან მძიმე და ცუდია ის, რაც ჩვენს სამეზობლოში ხდება. რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს შეტაკებები. ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მოახდინოს იქ არსებული სიტუაციის დეესკალაცია. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ორივე ქვეყნის მეზობელი ქვეყანა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებთ“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ 8 ადამიანს სასახლის ღობის საქმეზე სასამართლომ 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
„როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics