|
2026-05-26 11:41:23, 3348 ნახვა
პოლიტიკა
დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ დამოუკიდებელი საქართველო ნიშნავს სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს მათ შვილებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მშობლები შეუერთდებიან ბანერებით თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებს, სადაც ხელისუფლებას შეახსენებენ რომ მათი შვილები გადასარჩენია. "ყველას გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გისურვებთ თავისუფალ, ძლიერ და გაბრწყინებულ საქართველოს. სამწუხაროდ ჩვენს შვილებს აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია რომელიც ყოველდღე ამოკლებს მათ სიცოცხლეს და ართმევს ჯანმრთელობას. Მათთვის აუცილებელი მედიკამენტების შემოტანა მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. Თუმცა დღემდე ამას არ აკეთებს. Ჩვენთვის დამოუკიდებელი საქართველო ნიშნავს ასევე სახელმწიფოს, რომელიც ზრუნავს ჩვენს შვილებზე. Ბავშვების სიცოცხლე არის ის, რაც შეიძლება დაიცვას და რაც უნდა დაიცვას დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. Ამიტომ, 26 მაისს, 12 საათზე ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებებში და ამ დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებთ, თუმცა მოვიტანთ ჩვენს ბანერს და ხელისუფლებას შევახსენებთ რომ ჩვენი შვილები კვლავ გადასარჩენია", - დაწერა წიქარიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)