18:37 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-21 16:08:03, 4132 ნახვა

მსოფლიო
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია

21 მაისს ევროკავშირის სასამართლომ განაცხადა, რომ ევროკავშირს შეუძლია გაყინოს იმ რუს პირებთან დაკავშირებული აქტივები, რომლებიც უკრაინის ომის გამო სანქცირებულნი არიან, მაშინაც კი, თუ ეს აქტივები პირს ტრასტის მფლობელობაში აქვს და ქონებასა და სანქცირებულ პირებს შორის პირდაპირი იურიდიული კავშირი არ არსებობს.

სასამართლოს განმარტებით, აქტივები შეიძლება გაიყინოს მაშინაც, თუ ისინი სანქცირებულ პირთან მხოლოდ ირიბად არიან დაკავშირებული. საკუთრებისა და კონტროლის ცნებები უნდა მოიცავდეს "აქტივებზე განხორციელებული ძალაუფლების ან გავლენის ყველა ფორმას" - აღნიშნა სასამართლომ.

"უნდა აღიკვეთოს სანქციების ნებისმიერი გვერდის ავლის მცდელობა" - დასძინა სასამართლომ.

ევროკავშირის სასამართლოს გადაწყვეტილება იტალიური სასამართლოს მიერ შეტანილ სამ საქმეს ეხებოდა.

ეს საქმეები იტალიის ხელისუფლების მიერ კომპანიებისა და იახტის დაყადაღებას უკავშირდებოდა, რომლებიც ტრასტების მეშვეობით რთული საკუთრების სტრუქტურებით იმართებოდა, თუმცა მიჩნეული იყო, რომ ისინი ევროკავშირის სანქციების სიაში მყოფ რუს პირებს ეკუთვნოდათ.

კომპანიებმა აქტივების გაყინვა გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ სანქცირებულ პირებს მათზე კონტროლი არ ჰქონდათ.

ევროკავშირის სასამართლომ მათი სარჩელი უარყო და აღნიშნა, რომ საკუთრების ან კონტროლის ნიშნები შეიძლება კონკრეტული გარემოებებიდან ან "უსაფუძვლოდ რთული იურიდიული სტრუქტურებიდანაც" გამომდინარეობდეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics