|
2026-05-21 13:26:02, 2938 ნახვა
პოლიტიკა
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
უნგრეთის მმართველმა პარტია "ტისამ" პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც, პრემიერმინისტრს მაქსიმუმ რვა წლის განმავლობაში შეეძლება თანამდებობის დაკავება, ანუ, ორი ვადით. ეს ცვლილება ფაქტობრივად გამორიცხავს ყოფილი პრემიერის ვიქტორ ორბანის თანამდებობაზე დაბრუნებას. პრემიერმინისტრმა პიტერ მადიარმა, რომელმაც აპრილში გამართულ არჩევნებში 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დაამარცხა ვიქტორ ორბანი, განაცხადა, რომ გეგმავს პარლამენტში არსებული საკონსტიტუციო უმრავლესობის გამოყენებას ვიქტორ ორბანის პარტია "ფიდესის" მიერ მიღებული კანონებისა და კონსტიტუციის გადასახედად, რათა "დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის სისტემა აღდგეს". უნგრეთის პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის მიხედვით, პირი, რომელსაც პრემიერმინისტრის პოსტი ჯამში მინიმუმ 8 წლის განმავლობაში ეკავა, "ვეღარ იქნება არჩეული პრემიერმინისტრად". ეს წესი გავრცელდება 1990 წლის 2 მაისის შემდეგ დაკავებული პრემიერმინისტრების ვადებზე. პროექტში ასევე წერია, რომ პრემიერმინისტრს თანამდებობის დატოვება მოუწევს მაქსიმუმ რვა წლის, ანუ ორი ვადის შემდეგ. ცვლილება ასევე ითვალისწინებს "სუვერენიტეტის დაცვის ოფისის" გაუქმებას - ეს უწყება ვიქტორ ორბანმა 2023 წელს შექმნა. მას ჰქონდა უფლება, ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხედ მიჩნეული მედიასაშუალებები აღერიცხა და გამოეძიებინა "ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობა".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)