|
2026-05-14 15:08:23, 8193 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ლელო-ძლიერი საქართველოს წევრი, სალომე სამადაშვილი რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დადებულ ხელშეკრულებას გამოეხმაურა. სამადაშვილის თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ამ ფაქტზე დუმილითა და უმოქმედობით ანექსიას ხელს უწყობს. "მაშინ, როცა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე რეგიონის ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ რუსეთისგან საკუთარი დამოუკიდებლობა განამტკიცოს და თავისი ეროვნული ინტერესები დაიცვას, რეგიონში ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყველა ეროვნულ ინტერესს რუსეთის სასარგებლოდ თმობს, არის საქართველო და მისი დღევანდელი მმართველი რეჟიმი. მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც გუშინ მოსკოვში კიდევ ერთხელ გაფორმდა, ამის კარგი მაგალითია. 9 მაისს მოსკოვში ხელმოწერილ და 13 მაისს რატიფიცირებულ ხელშეკრულებას საქართველოს მმართველი რეჟიმი დღემდე არ გამოხმაურებია და ამ ფაქტზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებია [...] დღეს მათი ეს დუმილი რეალურად არის თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე და ანექსია სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით მიმდინარეობს". - თქვა სამადაშვილმა. სამადაშვილი ივანიშვილის რეჟიმისგან ითხოვს, გამოაქვეყნონ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ინსტრუქცია გასცა თუ არა. "ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს მივმართავ და მოვითხოვ: გამოაქვეყნეთ, 9 მაისის სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე. მაინტერესებს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს შორის ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა იმისთვის, რომ ანექსიის მიმდინარე ფაქტზე ევროკავშირის ქვეყნებისგან, აშშ-სგან და შესაბამისი ორგანიზაციებისგან რაიმე სახის რეაგირება მოხდეს. მოცემულ ვითარებაში მსგავსი დიპლომატიური მოქმედებისგან თავის შეკავება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებაა. დღეს ეს რეჟიმი, საკუთარი უმოქმედობით, საქართველოს ინტერესების საბოტაჟს ეწევა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს ხელს უწყობს. ამაზე რეჟიმს შესაბამისი პოლიტიკური და როცა ამის დრო მოვა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს". - ამბობს სამადაშვილი.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)