08:04 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-14 10:30:09, 4734 ნახვა

კომენტარი
ივანიშვილის წარმომადგენელს სეფაშვილს ჰგონია, რომ სამთავრობო იმედისთვის აკრედიტაციის შეჩერება დემოკრატიის აკრძალვაა

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი პროპაგანდისტული სამთავრობო "იმედის" წინააღმდეგ ევროპარლამენტისა და მოლდოვის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიაზე იწუნებს.

„მათ არ აქვთ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი, მუშაობა აუკრძალონ ამ არხებს ნებისმიერ ევროპულ ინსტიტუციაში. მათ რომ ჰქონდეთ რაიმე მოსადავებელი, რაიმე რეალურ დარღვევას რომ ჰქონდეს ადგილი, ისინი ამ საბაბს არავითარ შემთხვევაში არ დატოვებდნენ უყურადღებოდ და აუცილებლად გამოიყენებდნენ ლეგალურ სამართლებრივ პროცედურებს, მაგრამ რადგან ეს არ აქვთ, ისინი მიმართავენ ამ უსამართლო აკრძალვას და პირდაპირ თავს ესხმიან დემოკრატიას“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

13 მაისს ოცნების პროპაგანდისტულმა და დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა TV იმედმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტმა მათ საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. ასევე, მოლდოვის მთავრობამ TV იმედს, რუსთავი 2-სა და PosTV-ის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სესიის გასაშუქებლად აკრედიტაცია არ მისცა. სესიას ბოჭორიშვილიც დაესწრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics