|
2016-04-02 17:42:31, 1094 ნახვა
რეგიონი
აჭარა პოლონეთის სილეზიის რეგიონთან თანამშრომლობის ფორმატს აფართოებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციის პოლონეთში, კერძოდ, კატოვიცეში ვიზიტი დასრულდა. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას 29 მარტიდან 1 აპრილამდე სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისი მასპინძლობდა. ვიზიტის ფარგლებში ოფიციალურ მხარეებს შორის თანამშრომლობის 2015-2016 წლის სამუშაო პროგრამა და პროექტების მიმდინარეობა განიხილეს. პროგრამა განსაზღვრავს ორმხრივ აქტივობებს სხვადასხვა სფეროში. „2016 წლიდან აჭარა-სილეზია რეგიონული თანამშრომლობის ფორმატს კიდევ უფრო აფართოებს, რაზეც უკვე მიღწეული შედეგებიც მეტყველებს: გაფორმდა მემორანდუმი ბათუმის უნივერსიტეტსა და სილეზიის უნივერსიტეტებს შორის, დაიგეგმა ქართული ენის შემსწავლელი კურსების გახსნა პოლონეთში, გაცვლითი სასწავლო კურსებისა და პროგრამების განხორციელება ქართველი და პოლონელი სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა პოლონელი სტუდენტების სტაჟირება ბათუმის 5 ვარსკვლავიან სასტუმროებში. სილეზიის მხარე დაეხმარება რეგიონს ბათუმის უნივერსიტეტში არსებული ჟურნალისტიკის 1 წლიანი პროფესიული პროგრამის განვითარებაში. თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის მიმართულებითაც იგეგმება. პოლონური მხარისაგან აჭარის მთავრობამ მიიღო თანხმობა რეგიონში არსებული მუზეუმების პერსონალის გადამზადების საქმეში. დაიგეგმა ვიზიტი სილეზიაში, სადაც აჭარის მუზეუმების თანამშრომლები შეხვდებიან სილეზიის მუზეუმის ხელმძღვანელობას, ჩაუტარდებათ პროფესიული ტრენინგები. განათლებისა და კულტურის გარდა, ურთიერთთანამშრომლობა გრძელდება ჯანდაცვის კუთხითაც. საინტერესოდ გამოიყურება 2016 წლის სამუშაო პროგრამა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით: დაგეგმილია სილეზიის სავოევოდოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში ქ. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებისა და მედდების კვალიფიკაციის ამაღლება, ონკოლოგიის სფეროში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის სპეციალიზებული ტრენინგის ჩატარება, ქ ბათუმის მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში პოლონელი რევმატოლოგის ერთთვიან ვიზიტი, ასევე შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტების გადამზადება. აღსანიშნავია, რომ სილეზიის რეგიონის ქალაქ კატოვიცეში აჭარა ბოლო წლებია ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ მიმართულებადაა მიჩნეული, შესაბამისად, ყოველწლიურად იზრდება პოლონელ ტურისტთა რიცხვი ჩვენს რეგიონში. ქალაქ კატოვიცედან ბათუმის მიმართულებით სეზონურად ჩარტერული ფრენები ხორციელდება. აჭარაში ჩამოსასვლელად კატოვიცელი ტურისტები აქტიურად იყენებენ ქუთაისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებსაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთში ქვემო სილეზიის და სილეზიის სავოევოდოებთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს“, - აცხადებენ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)