|
2016-04-02 17:39:15, 986 ნახვა
რეგიონი
არჩილ ხაბაძემ ინვესტორებს კურორტ „გოდერძის“ ტურისტული შესაძლებლობები გააცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ინვესტორებს კურორტ „გოდერძის“ ტურისტული შესაძლებლობები გააცნო. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო ფორუმი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორგანიზებით მოეწყო. გოდერძის სათხილამურო კურორტზე გამართულ საინვესტიციო ფორუმს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი მიესალმა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმის როლზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა აჭარის რეგიონის მთელი წლის განმავლობაში აქტიურად დატვირთული ტურისტუილ სეზონის შესაძლებლობებზე და რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მასშტაბებს. საინვესტიციო ფორუმში, რომელზეც ბიზნეს-სექტორის 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა, კურორტ გოდერძის საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს. პოტენციურმა ინვესტორებმა მიიღეეს ინფორმაცია არსებული მიწის ნაკვეთების შესახებ და ასევე გაეცნენ ახალი სასტუმროს პროექტს, რომელიც, დაინტერესების შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულებებით შესაძლებელია გადაეცეთ მფლობელობაში. სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში აქტიურად არის ჩართული როგორც ადგილობრივი ასევე საქართველოს ცენტრალური მთავრობა. როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, კურორტზე ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმის განვითარებას. საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტი 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღებას შეძლებს. "ოთხი სეზონის კურორტის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბათუმი-ახალციხის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციაც. კურორტის პოპულარიზაციასთან ერთად „გოდერძი" არსებული ინფრასტრუქტურის გაზრდა-განვითარებასაც მოითხოვს, ამისათვის კი კერძო ინვესტორების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთიანი ძალისხმევით კურორტი გოდერძი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ვიზიტირებულ ადგილად უნდა იქცეს, ამის ყველა წინაპირობა არსებობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 11 სამიზნე ტურისტულ ბაზარზე სარეკლამო კამპანიების ფარგლებში უკვე ახდენს კურორტის პოპულარიზაციას, საინფორმაციო ტურებით აჭარაში მყოფ უცხოელ ტურ-ოპერატორებსა და ჟურნალისტებს ადგილზე აცნობენ კურორტის პოტენციალს, „გოდერძის" პოპულარობა და მასზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, რასაც ხელს უწყობს ბათუმთან, უკვე პოპულარულ ტურისტულ ქალაქთან სიახლოვეც“, - განუცხადა არჩილ ხაბაძემ ფორუმზე დამსწრე საზოგადოებას. ცნობისთვის, სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი" 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრს შეადგენს. კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი, სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ "გოდერძის" განვითარება 2011 წლიდან დაიწყო. ფორუმს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლები: „გადავარჩინოთ ჩვენი შვილები“
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)