06:48 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-05 15:16:04, 5818 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ირაკლი კობახიძესთან ვოლოდიმირ ზელენსკის "მოუწია მისვლა და საუბარი".

"ნუ, ვფიქრობ, რომ ინიციატივა, რომელიც გამოიჩინა პრეზიდენტმა ზელენსკიმ, რომ გასაუბრებოდა საქართველოს პრემიერმინისტრს, აჩვენებს ერთ რამეს, რომ ნებისმიერი პოლიტიკა, რომელიც თავშივე არის უსამართლო, განწირულია მარცხისთვის. შეგახსენებთ, რომ თავად პრეზიდენტ ზელენსკის უკრაინის სანქცირებულთა სიაში ჰყავს შეყვანილი საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და მოუწია მისვლა ირაკლი კობახიძესთან და მასთან საუბარი. ასე რომ, ვფიქრობ, ეს თავად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მცდარი იყო უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკა ქართველი ხალხის მიმართ და იმედს მიჩენს მე პირადად, იმედია, რომ ეს არის ნიშანი გადააზრებისა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას შედეგი არ გამოაქვს და ფსონის დადება იმ ძალებზე, რომლებიც ქართველი ხალხის ღალატით არიან ნაკვები, კარგ შედეგს არ მოუტანს. კიდევ ერთხელ ვამბობ, მისი ინიციატივა იყო", - თქვა პაპუაშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics