07:32 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-04 12:07:23, 5486 ნახვა

პოლიტიკა
კალასი - საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს - თქვა ერევანში მიმდინარე სამიტიზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები, პრინციპები. სწორედ ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ დღეს კანადას ვუმასპინძლებთ ამ საკითხების განსახილველად. რა თქმა უნდა, ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ.

[...] საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს რაც შეეხება, გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომელი ქვეყნები არიან აქ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ, რათა შევძლოთ „შუა დერეფნის“ დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით. - განაცხადა კალასმა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics