|
2026-05-02 14:24:08, 6085 ნახვა
სამართალი
სკოლის მოსწავლეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო
თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, გაკვეთილების შემდეგ, ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ნაცემია ერთ-ერთი მოზარდი. ინფორმაციას ადასტურებს შსს. დაშავებული არასრულწლოვნის დედა, ქეთი გუგეშაშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ ბავშვი უკვე სახლშია. "უპირველესად ყველას დიდი მადლობა ჩვენი ამბის გულთან ახლოს მიტანისთვის, მოკითხვისთვის, თანადგომისთვის!!! იმდენი ზარი, მოწერილი თუ კომენტარი იყო, წარმოუდგენილია ყველას უპასუხო, მადლობა ყველას! ბავშვი უკვე სახლშია. საბედნიეროდ, ჩვენ ისეთი მშობლები შეგხვდა, სწორად რომ აფასებენ სიტუაციას და არა ისეთი "მართალ, უდანაშაულო და ამ დროს მკვლელებს" რომ ზრდიან. რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალი წარიმართება სამართლებრივად!!!" - ნათქვამია მშობლის Facebook პოსტში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)