11:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-05-01 21:41:51, 6559 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს

1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად, დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ღვინისა და ვაზის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ვენახის სამეწარმეო მიზნით გაშენებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობა და მისგან უფლების მიღება დასჭირდება.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული კანონი ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება.

„1-ელი მაისი შევა ჩვენს ისტორიაში სამარცხვინო თარიღად: დღეიდან გლეხებს ეკრძალებათ ვაზის გაშენება საკუთარ მიწაზე „ხელისუფლების ნებართვის გარეშე” და მასზე მოყვანილ ყურძნისა თუ დაყენებულ ღვინის გაყიდვაზე. ანუ დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს, როცა საკარმიდამო ნაკვეთი დაშვებული იყო მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის.

ეს კანონი პირდაპირ ქართული სოფლის მეურნეობის განადგურებას ემსახურება და გლეხების გაქრობას თუ ქვეყნიდან წასვლას!” - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics