|
2026-05-01 18:29:52, 5593 ნახვა
პოლიტიკა
ივანიშვილი ცდილობს, ჩაკლას თავისუფლება - ფედერალისტები ლოხიშვილის პატიმრობაზე
ფედერალისტები მწერალ ბექა ლოხიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან. პარტიის განცხადებით, ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, ნორმად აქციოს ვითარება, სადაც გამოხატვის კონსტიტუციური უფლებით სარგებლობა კრიმინალად ითვლება. "ივანიშვილის რეჟიმმა ფეისბუქპოსტის გამო მწერალ ბექა ლოხიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ივანიშვილი ცდილობს ქართველებს წაგვართვას ბუნებითი უფლებები და ჩაკლას თავისუფლება, რომელსაც საქართველოს ჰიმნით განვადიდებთ. თავისუფალი საზოგადოება და სახელმწიფო ემყარება რწმენას, რომ თითოეულ ინდივიდს აქვს ხელშეუვალი უფლებები, რომლის ხელყოფის უფლებაც არცერთ ხელისუფალს არ აქვს. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს სრული კონსტიტუციური უფლება, თავისუფლად გამოხატოს ნებისმიერი მოსაზრება ისე, რომ შურისძიებისა და დევნის არ ეშინოდეს. თანაც, ამ გზით თავის კორუმპირებულ ხელქვეითებს იცავს, რათა ხალხის ძარცვისა და დევნის პასუხად, მოქალაქეს მათი კრიტიკის უფლებაც არ ჰქონდეს. ყველა, ვისაც გვჯერა, რომ ეს ქვეყანა არა ივანიშვილს, არამედ საქართველოს მოქალაქეებს გვეკუთვნის, ვიკრიბებით 26 მაისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში. მხოლოდ მტკიცე და საყოველთაო პროტესტით დავამარცხებთ ერის მოღალატე რეჟიმს და ქვეყნის ბედს საქართველოს მოქალაქეების ხელში დავაბრუნებთ. დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!" - წერს პარტია. ცნობისთვის, დღეს, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მწერალ ბექა ლოხიშვილს ფეისბუქპოსტისთვის 15-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ლოხიშვილი 23 აპრილს გამოქვეყნებულ პოსტში აკრიტიკებდა პოლიციელების ქცევას მოტოციკლეტებთან დაკავშირებით, ხოლო ქართულ ოცნებაზე წერდა, რომ არის "არათუ პოლიტიკური პარტია, არამედ ტერორისტული ორგანიზაცია".
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)