|
2026-04-30 13:46:33, 2476 ნახვა
ეკონომიკა
ტურისტების დანახარჯები I კვარტალში 5%-ით შემცირდა
2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ხარჯები შემცირდა. კერძოდ, საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 5.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 5%-ით 1 897 ლარამდე შემცირდა. ხარჯებისგან განსხვავებით, ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.87 ღამე შეადგინა, რაც 2025 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.5 ღამე) 7%-ით მეტია. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.2%-ით ნაკლებია გასული წლის მონაცემებზე. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 997.5 ათასი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 202.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 20%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 18.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 12%-იანი წილით.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)