|
2026-04-27 18:03:30, 10017 ნახვა
რეგიონი
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
სომხეთის რესპუბლიკა უახლოეს მომავალში გააგრძელებს აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციას, დღის წესრიგშია ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჯამება და დასრულება. „არმენპრესის“ ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ჯარების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. “ჩვენი სურვილი და მიზანია, რომ სომხეთის ყველა საზღვარი იყოს სასაზღვრო ჯარების პასუხისმგებლობის ქვეშ და ჩვენ ამ გზით მივდივართ. უახლოეს მომავალში ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ და ლოგიკურ ვადებში დავასრულებთ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციას. დღის წესრიგში გვაქვს ასევე საქართველოსთან საზღვრის დელიმიტაციის შეჯამების საკითხიც და ამის შესახებ ქართველ კოლეგებთან შეთანხმებები უკვე გვაქვს. ამით არსებითად დასრულდება სომხეთის საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი და ჩვენს სახელმწიფოს ექნება შესაძლებლობა, უფრო თავდაჯერებულად მოახდინოს ფოკუსირება განვითარების დღის წესრიგზე თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა. ამასთან, სომხეთის პრემიერი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონი ისტორიულ ცვლილებებს განიცდის და ეს ცვლილებები ცალსახად პოზიტიურია. “ჩვენი ამოცანაა, რომ სომხეთში სასაზღვრო ჯარების ფუნქციური დანიშნულება და სამსახურის მასშტაბები სულ უფრო გაფართოვდეს“, – თქვა ფაშინიანმა.
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)