09:28 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-01 18:14:40, 766 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების ბატალიონების მეთაურებს შეხვდნენ

საქართველოს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა შეიარაღებული ძალების ბატალიონების მეთაურებს შეხვდნენ. თინათინ ხიდაშელი და მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე ოფიცრებს სამინისტროს მიერ ინიცირებულ საპენსიო კანონპროექტზე, რეზერვის კონცეფციასა და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებზე ესაუბრნენ. თავდაცვის მინისტრმა ბატალიონების მეთაურებს ჯარში დაგეგმილი რეფორმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია, იყოს ნაკლები ბიუროკრატია და მეტი პირადი შემადგენლობა.

მოგვიანებით თინათინ ხიდაშელმა ოფიცრების შეკითხვებს დეტალურად უპასუხა და განხილულ აქტუალურ თემებზე ჩამოყალიბებული პოზიციების წარმოდგენა მათ ერთი კვირის ვადაში სთხოვა.

 

„ბატალიონის მეთაურებთან წინა შეხვედრებზე შევთანხმდით, რომ ორ თვეში ერთხელ გვექნებოდა შეხვედრები, რომლებზეც რეფორმებზე და რიგით პრობლემებზე ვისაუბრებდით. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეზერვის კონცეფციაზე, გაწვევასთან დაკავშირებულ თემებზე, გვარდიაში მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე. ასევე განვიხილეთ კონკრეტული ბატალიონებისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა საკითხები. ვფიქრობ, ძალიან პროდუქტიული, საინტერესო და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა საკითხზე სამხედროებთან შეჯერებული აზრი გვქონდეს არა მხოლოდ გენშტაბის დონეზე, არამედ, ადგილებზეც. ამგვარი შეხვედრები, რომელშიც გენერალური შტაბი, სამოქალაქო ოფისი და ბატალიონის მეთაურები მონაწილეობენ, ყოველთვის საინტერესო, ინტერაქტიული და პროდუქტიულია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics