|
2026-04-22 20:36:27, 7601 ნახვა
პოლიტიკა
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას, რის მიხედვითაც, თბილისის მერის კახა კალაძის სამეგობრო წრე, რესტორანში, ბერა ივანიშვილის სამეგობრო წრეს ფიზიკურად დაუპირისპირდა, რის შედეგაც ბერა ივანიშვილის მეგობრები სუსმა დააკავა. როგორც გვარამია ამტკიცებს, მამუკა მდინარაძე ამ ინციდენტს შეეწირა. "წყაროები ქართული ოცნებიდან და სუსიდან: რესტორანი თბილისის ცენტრში. 20 აპრილი. გვიანი ღამე. კალაძის საძმო vs ბერას საძმო (ძმები ფეიქრიშვილები). სისხლიანი ჩხუბი. ცხადია, ფეხებზე მკიდია, ვინ ვინ ცემა. ამას იმიტომ ვწერ, რომ სახელმწიფოზე როგორ აისახა და როგორ საქართველოში ვცხოვრობთ, იმაზე მოვყვე. მოვიდა სუსი. "აკრიფა" ბერას საძმაკაცო და შერეკა საპატიმროში. არ ვიცი, რატომ მოცურდნენ ასე, და რატომ გადაწყვიტეს, რომ კალაძე უფრო ტიპია. არ ვიცი, მაგრამ მოცურდნენ. შედეგი: "პრემიერის" აქტით გენერალ-მაიორად შერაცხული გაუყენეს რუსული ხომალდის გზას. მაღალი ალბათობით, არავითარი ახალი სამინისტრო არ იქნება. აღარც მდინარაძე იქნება, "შიოლასავით". ასეთი მარტივი და ტრაგიკული ანატომია აქვს ბოლო სამთავრობო კარუსელს. "პატარა სოფელი" | წერს კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)